Please mention DailyRemote when applying
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიასდისტანციური SOLO მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
ჩაერთო არსებულ და პოტენციურ სოლო მომხმარებლებთან აქტიურ სატელეფონო კომუნიკაციაში, საბანკო პროდუქტების შეთავაზების, კონსულტაციის და გაყიდვის მიზნით;
შესთავაზო მომხმარებელს მათი მიზნების შესაბამისი პროდუქტები/მომსახურება და გაყიდო პროდუქტი დისტანციური არხებით;
აწარმოო საკრედიტო პროდუქტების განაცხადების შევსება და დამუშავება;
აწარმოო საანაბრე პროდუქტების რეგისტრაცია;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: სასურველია უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების/მომსახურების /საინფორმაციო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
გაყიდვების და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;
ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდი ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 ივნისი, 2026.
Stop the endless job search. Our AI finds and applies to the best jobs for you.
Discover remote opportunities in Others
Answer easy questions
200,000+ jobs across 15+ categories
Get your best job matches
Only hand-screened, legit jobs
Find a remote job faster
No ads, scams, or junk
“ I was the first applicant for a remote marketing position that got listed on the company website the same day I applied. Had an interview within 48 hours!