კონცეპტ კლიენტების დისტანციური მომსახურების მენეჯერი

 Posted 3 days ago
     
2-5 years experience
Apply Now

Please mention DailyRemote when applying

AI Summary

Manage account openings and digital product registrations for Concept digital bundle clients. Handle KYC/FATCA updates, prepare client certificates, and resolve daily issues such as cashbacks and refunds.

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, 

ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს

სამუშაოს აღწერა

რას გააკეთებ:

  • გახსნი ანგარიშებს და შემნახველ ანაბრებს კონცეპტ ციფრული ნაკრების მქონე ფიზიკური პირებისთვის
  • საჭიროებისამებრ  დაარეგისტრირებ მომხმარებელს ციფრულ პროდუქტებზე (ინტერნეტ ბანკის განახლება, დიჯიპას აპლიკაცია)
  • უზრუნველყოფ კონცეპტ ციფრული ნაკრების მქონე კლიენტზე ნაკრებში შემავალი პროდუქტების ცვლილებას
  • დაამზადებ კლიენტის მიერ მოთხოვნილ ცნობა\ამონაწერს (სტანდარტული\არასტანდარტული,ქართული\ინგლისური)
  • KYC\FATCA მონაცემების სრულყოფა და განახლება
  • დღის ჭრილში კლიენტების მოწესრიგება ( ნაკრებში შემავალი პროდუქტების მონიტორინგი)
  • კონცეპტ ციფრული ნაკრების მქონე კლიენტების მიერ ყოველდღიურად დაფიქსირებული პრობლემების განხილვა ( cash back, lounge,თანხის ანაზღურების აქტი,უკუკონვერტაცია)
  • სხვადასხვა ტიპის კამპანიების გავლა, კლიენტებთან დაკავშირება

კვალიფიკაცია

  • სამუშაო გამოცდილება მომსახურების/ გაყიდვების მიმართულებით 
  • ინგლისური და რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნა
  • საბანკო სფეროში მიშაობის გამოცდილება ( მიენიჭება უპირატესობა)
  • კომუნიკაციის კარგი უნარები

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
  • Similar Jobs

    See all Remote Others jobs →

    Personalize your Remote Job Search in 3 Easy Steps!

    Discover remote opportunities in Others

    Answer easy questions

    Answer easy questions

    200,000+ jobs across 15+ categories

    Get your best job matches

    Get your best job matches

    Only hand-screened, legit jobs

    Find a remote job faster

    Find a remote job faster

    No ads, scams, or junk

    I was the first applicant for a remote marketing position that got listed on the company website the same day I applied. Had an interview within 48 hours!

    Sarah J. — Sarah J. · Marketing Manager ★★★★★ Verified