დისტანციური გაყიდვების მენეჯერი/არაუზრუნველყოფილი სესხები

 Posted 7 days ago
     
0-2 years experience
Apply Now

Please mention DailyRemote when applying

AI Summary

As a Remote Sales Manager, you will make outbound calls to customers and attract new clients through phone communication. You will offer banking products based on customer interests and actively participate in achieving individual and team goals.

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც დისტანციური გაყიდვების მენეჯერი:

  • განახორციელებ გამავალ ზარებს მომხმარებლებთან;
  • სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეძლებ ახალი მომხმარებლის მოზიდვას;
  • მომხმარებლების ინტერესებზე დაყრდნობით შესთავაზებ მათ საბანკო პროდუქტებს;
  • აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში;

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები;
  • მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით;
  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში;
  • იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;
  • სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას;
  • დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა;
  • ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია;
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
  • Similar Jobs

    See all Remote Others jobs →

    Personalize your Remote Job Search in 3 Easy Steps!

    Discover remote opportunities in Others

    Answer easy questions

    Answer easy questions

    200,000+ jobs across 15+ categories

    Get your best job matches

    Get your best job matches

    Only hand-screened, legit jobs

    Find a remote job faster

    Find a remote job faster

    No ads, scams, or junk

    I was the first applicant for a remote marketing position that got listed on the company website the same day I applied. Had an interview within 48 hours!

    Sarah J. — Sarah J. · Marketing Manager ★★★★★ Verified